კახა კალაძე: ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო კეზერაშვილის განცხადება, თითქოს არ სურს, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“
BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებამდე რა, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც კეზერაშვილისგან ფინანსდებოდნენ, რით იყო ეს ადამიანი დაკავებული, თუ ახლა გაიგეს?!, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო დავით კეზერაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, არ აქვს სურვილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას”.
„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ აქვს სურვილი, რაღაც ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას” და ა.შ. პირველი – დავიწყოთ იქიდან, ვიდრე BBC ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რა არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რით იყო ეს ადამიანი დაკავებული, რა საქმიანობას ეწეოდა, თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ?! შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციებიც გასაგებია მისი მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.