ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაა, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების დაკნინებას ცდილობ
ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაა, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროცესშია და საქართველოს პრემიერმინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების დაკნინებას ცდილობ იმ ფონზე, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ეხება საქმე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, ყველა ორიენტირებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგას, მაგრამ ამის პარალელურად რადიკალური ოპოზიცია სიყალბეს ტირაჟირებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.