სარჯველაძე – ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება, გაჰყვეს ოპოზიციის ნარატივს
მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება, გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას ეხმარებოდეს და ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ შემთხვევაში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას ეხმარებოდეს და ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილად არ მგონია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესი იყოს, რადგან ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს,”- თქვა სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31