თეონა აქუბარდია: წინასწარ საუბარი კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვაზე სწორი არ მგონია
წინასწარ საუბარი კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვაზე სწორი არ მგონია, ისევე, როგორც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც კობა ნაყოფიას განცხადებას გამოეხმაურა.
„წინასწარ საუბარი კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვაზე სწორი არ მგონია, ისევე, როგორც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა.
ზოგადად ოპოზიცია უნდა იყოს ისეთ ფორმაში, რომ ნებისმიერ დროს იყოს მზად ხელისუფლების შესაცვლელად“, – აცხადებს აქუბარდია.
“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“.