„საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქართველი ხალხის ნებას ასახავს“

აშშ-მ და ნატომ უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გეზი დასახონ, – ამის შესახებ გეგეშიძე ვაშინგტონის საინფორმაციო გამოცემაში The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. გეგეშიძე სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველომ ბევრი მიმართულებით აჩვენა ის, რასაც ნატო წევრობის მსურველი ქვენისაგან მოელის.
“ამჟამად ავღანეთში საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის სიდიდით ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი გააჩნია. საქართველოს შეიარაღებული ძალები ახლახანს შეუერთდა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიას, ხოლო 2015 წლიდან საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. საქართველო ასევე წარმოდგენილია მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში“, -აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, გეგეშიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ხმამაღლა განაცხადა თავისი მიზნის შესახებ, გახდეს ევროკავშირის წევრი.
“საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასახავს ქართველი ხალხის ნებას გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ამავდროულად დაამყაროს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები, ასე რომ, ახლა ჯერი აშშ-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებზეა, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ ეთანხმებიან საქართველოს ხედვას და მზად არიან უელსის სამიტზე საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზა დასახონ“, – აღნიშნავს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები