ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს
პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიების შექმნაზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, რომლებმაც, როდესაც დაინიცირებული იყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის აქციების დროს გადამეტებული ძალადობის ფაქტების გამოძიება საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებმა მხარი არ დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამიტომ არავითარი ლოგიკა, არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რომ რამე გამოიძიონ – არ არსებობს. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიზება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, ოპოზიციამ პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. კვორუმის არარსებობის გამო აღნიშნული საკითხის კენჭისყრა პარლამენტში სამჯერ ჩავარდა.