გოგა ხაინდრავა: IRI-მ გამოგვიქვეყნა არეულობის გეგმა, ჩვენ უნდა დავუდასტუროთ, რომ ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს
IRI-მ გამოგვიქვეყნა არეულობის გეგმა, ჩვენ უნდა დავუდასტუროთ, რომ ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ „უცნობის“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული საზოგადოება შფოთს, გადატრიალებას, უბედურებას, ომს საქართველოში არ დაუშვებს. ეს არის იმ ადამიანების საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და არა ასპარეზი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 30 აპრილს აქცია, სახელწოდებით, „მოვდივარ“ გაიმართება. „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.