მირდატ ქამადაძე: ხაბეიშვილის უკან რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგანან, ეს ახალი არ არის – ეს იცის ჩვენმა ამომრჩეველმა
ხაბეიშვილის უკან რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგანან, ეს ახალი არ არის – ეს იცის ჩვენმა ამომრჩეველმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენი ამომრჩეველი ძალიან გაზრდილია და მათ სურთ პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში, რომლებსაც საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის უნარი აქვთ“, – აღნიშნა ქამადაძემ.