მიხეილ სარჯველაძე: სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაუშვებელი და მიუღებელია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაუშვებელი და მიუღებელია.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს.
„ოპოზიცია ამ საქმის „გულშემატკივრობით“ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ამის გადასაფარად ამბობენ, რომ თითქოს ვინმეს რამის ეშინია. ყოველთვის უშიშრად ვიტყვი – ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი ინიციატივა, ეს არის ხელყოფა კონსტიტუციის, ფუნდამენტური პრინციპის, რაც გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.