არჩილ თალაკვაძე: საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა
“ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ, რომ საქართველოს სტატუსის გარეშე კიდევ ერთხელ დატოვება რეგიონში არსებულ რისკებს და ჩვენს არაკეთილმოსურნეთა ძალისხმევას გააძლიერებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა.
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრორეკომენდაციები სრულად შესრულდეს და საქართველოს მხარეს არცერთი მიზეზი არ დარჩეს, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შესაძლოა, უარის საფუძველი გახდეს. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა“, – განაცხადა თალაკვაძემ.