ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას არ აქვს შანსი, არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს

“ოპოზიციას ელექტორალური კუთხით არ აქვს შანსი, არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, ამიტომ, ერთადერთ ხსნას ხედავენ გარკვეული რევოლუციური სცენარების განხორციელებაში”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მღვრიე წყალში წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

“მთელი მათი პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე არ მიიღოს სტატუსი და ეს გახდეს ტრიგერი მორიგი არეულობის. ფიქრობენ, რომ მღვრიე წყალში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ოპოზიციას ელექტორალური კუთხით არ აქვს შანსი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, ამიტომ ერთადერთ ხსნას ხედავენ გარკვეული რევოლუციური სცენარების განხორციელებაში. რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარ ტრიგერად მიაჩნიათ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს მორიგ ჯერზე ის, რაც დამსახურებულად ეკუთვნის – კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები