არჩილ თალაკვაძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით და მზად ვართ, პასუხისმგებლობა მომავალზეც ავიღოთ
“თუ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნებიან. მათ ახლა სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ერთ კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება და მზადაა, პასუხისმგებლობა მომავალზეც აიღოს.
„ჩვენ რადიკალური ოპოზიცია დავამარცხეთ გაერთიანებული და დავამარცხეთ ცალ-ცალკეც. შესაბამისად, აქედან რაღაც დასკვნა უნდა გამოეტანათ, ან აწი უნდა გამოიტანონ. ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით და მზად ვართ, პასუხისმგებლობა მომავალზეც ავიღოთ. დანარჩენი ოპოზიციის საქმეა“, – განაცხადა თალაკვაძემ.