არჩილ თალაკვაძე: სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ჩვენ მას დავიცავთ
“სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ”, – ასე განმარტავს არჩილ თალაკვაძე იმას, თუ რატომ არ უჭერს მხარს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილების დაინიცირება სამ ამოცანას ემსახურება.
„ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში ამ საკითხებთან ერთმანეთში საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება. სხვადასხვა დროსაა ინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც ოპოზიციამ დააინიცირა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაცია და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა ამ გზით. მეორე, ეს არის, მათ სურთ შური იძიონ, იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე, რა თქმა უნდა, მათ სურთ რომ ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და გარკვეული გავლენა დაიბრუნონ სასამართლოზე.
სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ჩვენ რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.