ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: მათი დღის წესრიგი არანაირად არ არის მიმართული პოზიტივისკენ
„მათი დღის წესრიგი არანაირად არ არის მიმართული პოზიტივისკენ, თუ გნებავთ, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის პარალიზებას ცდილობს.
“ახლა ნახეს, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად, ამის ტორპედირებისათვის მოიგონეს თითიდან გამოწოვილი საგამოძიებო კომისიების საკითხი. ის, რომ ისინი ცდილობენ ასეთი თემებით საქართველოს პარლამენტის მუშაობის პარალიზება მოახდინონ და 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ეს ბარიერები აღმართონ, რა თქმა უნდა, ნათელია საზოგადოებისთვისაც და ჩვენ პირობას ვაძლევთ, რომ ამას მათ არ შევასრულებინებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.