ხათუნა სამნიძე: მე არ ვეთანხმები ჩემს არცერთ კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს

მე არ ვეთანხმები ჩემს არცერთ  კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს, ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთხვევაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციის შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ არის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარს კი პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს.

„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სერიოზული პოლიტიკურ შეცდომა მგონია და შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ჩვენგან მოქმედებას ელოდებიან“, – თქვა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები