სუდანიდან ევაკუირებული, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

სუდანიდან ევაკუირებული, საქართველოს 20 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ამ ეტაპზე, თბილისში ჩამოვიდნენ ავიაკომპანია “ჯეოსქაის” თანამშრომლები. რაც შეეხება კომპანია “მაი ვეის,” მათი 13 წარმომადგენელი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

33 პირის გაყვანა ხართუმიდან, სადაც ამ დრომდე სროლებია, ორი დღის წინ კაიროში ავტობუსებით მოხერხდა. მოგვიანებით, ისინი ეგვიპტის გავლით თურქეთში გადავიდნენ. საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები