დმანისში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც სამინისროში აცხადებენ, აღნიშნულ რეგიონში 1 კმ ახალი გზის გაყვანა, ხოლო 3კმ-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე თქმით, საქართველოს მასშტაბით მომავალი წლის განმავლობაში, სულ 35 კმ ახალი გზის გაყვანა და 48 კმ გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
„ ტყეში გზების გაყვანა ხელს შეუწყობს ტყეკაფებიდან მოსახლეობის მიერ, სოციალური დანიშნულების მიზნით გამოყოფილი მერქნული რესურსის თავისუფლად გატანას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სატყეო სამეურნეო გზების გაყვანას სხვა რეგიონებშიც იწყებს, რაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უახლოეს გეგმებშია სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები