ზაზა პაპუაშვილი: ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს

ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, – ამის შესახებ მსახიობმა, აქციის „მოვდივარ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მარტივი კითხვა უნდა დავსვათ – რა გააკეთეს ქვეყნის სასარგებლოდ? და ჩამოვთვალოთ, რა ვერ გააკეთეს. ვერ შექმნეს დღის წესრიგი, ნეგატიური დღის წესრიგის გარდა. ეს ადამიანები, როგორც კალიები, ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე დახტიან, ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადადიან. არავინ არ თამაშობს დაბურული ბანქოთი. ყველას გადმოშლილი აქვს და ყველამ ყველას სვლა იცის. არავინ მალავს თავის ზრახვებს“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები