ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის” პროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის” პროექტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე – პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების კუთხით. „ათეულობით სიახლეა, ათეულობით პოზიტიური ცვლილებაა, რომელიც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას, თავად პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები