უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზ.ო. დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი კავკასიური ლეგიონის მეთაური, ლადო გამსახურდია ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 43 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.