მაკა ბოჭორიშვილი: არსებობს ნარატივი, თითქოს, ანტიდასავლური რიტორიკა გვაქვს, მაშინ როდესაც საქართველოში მთელი პოლიტიკური ცხოვრება აგებულია იმაზე, რომ შევასრულოთ 12 რეკომენდაცია

“სამწუხაროდ, არსებობს ასეთი ნარატივი, თითქოს, აქ გვაქვს ანტიდასავლური რიტორიკა და ვებრძვით დასავლეთს, მაშინ როდესაც მთელი მუშაობა და მთელი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში აგებულია იმაზე, რომ შევასრულოთ 12 რეკომენდაცია და ნაბიჯი გადავდგათ წინ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს.

„სიღრმეებში რომ წავიდეთ, რაში გამოიხატება ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ვერავინ გეტყვით; შეიძლება, დავიდეთ იქამდე, რომ პარლამენტის წევრმა ან ქართველმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი და ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა. მაშინ ნებისმიერს კრიტიკას, რაც ჩვენ ევროპიდან გვესმის, ანტიქართულად თუ შევაფასეთ, არ მივალთ კარგ მდგომარეობამდე. ასე რომ, აქ არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობების ასე შეფუთვა ისევ და ისევ საქართველოსთვისაა დამაზიანებელი, რასაც რეალურად საფუძველი არ აქვს. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ასეთი ნარატივი, თითქოს  აქ გვაქვს ანტიდასავლური რიტორიკა და ვებრძვით დასავლეთს, მაშინ როდესაც მთელი მუშაობა და მთელი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში აგებულია იმაზე, რომ შევასრულოთ 12 რეკომენდაცია და ნაბიჯი გადავდგათ წინ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები