ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანს კრისტიან შმიტს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკაზე, ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე.

„ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საკანონმდებლო და სხვა მრავალი მიმართულებით. ასევე, განიხილეს დანიაში კულტურის კომიტეტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის ასპექტები.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში – ნატა მენაბდე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები