გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა სურთ, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს

“სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა სურთ, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს, რომ იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით “ფეიკებს” ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს.

„აქციებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა არსებობს და აქედან გადახვევა არავის უნდა, მუშაობა არავის უნდა კონკრეტულ საკითხებზე, რომ არჩევნებზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს. ამის ნაცვლად სურთ სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს და იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი. ეს არის ამოცანა, ამის შესასრულებლად აუცილებელია მოიგონონ “ფეიკი”, რომელიც უკავშირდება პრორუსულობას, რომლის ნიშან-წყალი არ არსებობს და ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა და იმ განცხადებებმა, რომელიც ძალიან მაღალი დონიდან გააკეთეს, ეს ძალიან კარგად დაგვანახა. მცდელობა იყო, ტყუილი გამოექვეყნებინათ, თითქოს, ევროსტრუქტურებში განცხადებები არ კეთდება, თითქოს, დარჩიაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა იმ შეხვედრის დროს და ამ ჭორების აგებით უნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქციებზე მოიზიდონ. ეს ახასიათებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელიც შეიქმნა “ნაცმოძრაობის” გარშემო და რომლის მთავარი ფიგურანტი კვლავ არის ვანო მერაბიშვილი, თუმცა, ის დროებით გასწიეს საინფორმაციო ველიდან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები