გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს იმას, რომ მისთვის ცალსახად მიუღებელია საქართველოს წინსვლა ევროატლანტიკურ სივრცეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში
“რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს იმას, რომ მისთვის ცალსახად მიუღებელია საქართველოს წინსვლა და პროგრესი ევროატლანტიკურ სივრცეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი წარმატებული იყო.
“რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს იმას, რომ მისთვის ცალსახად მიუღებელია საქართველოს წინსვლა და პროგრესი ევროატლანტიკურ სივრცეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. თუ არა ეს, სხვა არანაირი ახსნა არა აქვს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომლებიც გუშინ გაკეთდა. იმაზე, რომ ეს ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, მეტყველებს ის განცხადება, რომელიც უშუალოდ შარლ მიშელმა გაავრცელა. იყო ძალიან მკაფიო ახსნა, რომ პროტოკოლურად თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული ერთობლივი ბრიფინგის ჩატარება“, – განაცხადა მიქანაძემ.