სარჯველაძე – პაპუაშვილი-კობახიძე-მდინარაძის დასანქცირებაზე: ნონსენსია, ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს

ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია, ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერი კოლეგის, თამარ კორძაიას განცხადებას ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და მამუკა მდინარაძის სანქცირების თაობაზე.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, სარჯველაძის თქმით, პარლამენტი არ არის რომელიმე საგამოძიებო სტრუქტურის ალტერნატივა.

“საგამოძიებო პროცედურების წარმართვა სწორედ საგამოძიებო სტრუქტურების მოვალეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციის დუბლირება მოხდეს და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიებო სტრუქტურად. საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს კონკრეტული წესი და არ მგონია კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ თუნდაც ოპოზიცია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებს და ყველა საგამოძიებო ფუნქცია წამოიღოს პარლამენტმა,” – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები