ვოლსკი – ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ასეთი უნიათო გაერთიანება ახალს არაფერს იძლევა

რადიკალური ოპოზიციის ფრთა მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება უნიათოა.

„ასეთი უნიათო გაერთიანება ამასთან დაკავშირებით ახალს არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ ადამიანები ცდილობენ  გაემიჯნონ ამ სიბინძურეს და ისრები ხელისუფლებისკენ გადმოსწიონ. რადიკალური ოპოზიციის ფრთა მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, – თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები