“რთული გადაწყვეტილებები იყო” – მედვედევმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა იმ რთულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რაც მას რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს უნდა მიეღო.

როგორც მან მარათონის “ცოდნას” მონაწილეებთან საუბარში თქვა, ზოგადად, „ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოყოფა ნაკლებად მნიშვნელოვნისაგან“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი დაუჭირა ფედერაციის საბჭომ – ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების მიზნით, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს, რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილება იყო პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, იმ მომენტში“, – თქვა მან.

მისი თქმით, იყო სხვა გადაწყვეტილებებიც, მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„ესეც რთული გადაწყვეტილებებია. მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, – აღნიშნა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები