ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე სასესიო კვირას უზრუნველვყოთ ის, რომ მაისში რეიკიავიკში ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, სადაც ასახული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე სასესიო კვირას უზრუნველვყოთ ის, რომ მაისში რეიკიავიკში ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, სადაც ასახული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაციის საკითხი. ამ მიზნით პარტნიორ დელეგაციებთან გვაქვს მუშაობა. მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ დოკუმენტი იქნება ისეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს დეოკუპაციისკენ და მასში ასახული იქნება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.