თამარ ტალიაშვილი გივი მიქანაძის PACE-ს იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ეხმიანება
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი გივი მიქანაძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ეხმიანება.
„შესანიშნავი სიახლე: დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს“, – წერს ტალიაშვილი Twitter-ზე.
💫Excellent news: today @PACE_News @coe Committee for the Legal Affairs & Human Rights elected MP Givi Mikanadze @parliament_ge as the Chairman of the Sub-Committee on Implementation of Judgments of the European Court of #HumanRights @ECHR_CEDH. ✊️🇬🇪's🇪🇺way@GeoMissionCoE1 pic.twitter.com/Xj1DCzzRwN
— Tamar Taliashvili (@TTaliashvili) April 25, 2023