ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცეპრემიერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცეპრემიერსა და ფინანსთა მინისტრს, მიჰაი ვარგას შეხვდა, – ამის შესახებ  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარების, მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. კერძოდ, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდასა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ. შეხვედრას დაესწრნენ უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ტიბორ ტოტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – თამარ ლილუაშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები