პრემიერი: საქართველო საუკუნეების განმავლობაში გრძნობდა იმ მფარველობას, რომელიც ღვთისმშობლისგან მოდის

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს დღესასწაულს ულოცავს. “მინდა მთელ საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს მივულოცო დღევანდელი დღე. ესაა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის გრძნობდა იმ მფარველობას, რომელიც მოდის ღვთისმშობლისგან”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია შესრულდა. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები