ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომენატარს ვერ გააკეთებს იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პრემიერის თქმით, პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან”. “NDI-ის კვლევებზე მე მგონი, უკვე აღარ დაობენ. ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ის, როგორც ინსტიტუტს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები არსებობს ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები