აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
შეკრებილები ბავშვებისთვის საჭირო წამლის შეძენას მოითხოვენ.
აღნიშნულ აქციას უერთდებიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.