ირაკლი ჩიქოვანი: დღეს გვაქვს კონსოლიდირებული მცდელობა თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ გააჩერონ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

“დღეს გვაქვს კონსოლიდირებული მცდელობა თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ გააჩერონ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს წარმოუდგენელია. პრობლემაა, თუმცა ამას საქართველოს ხელისუფლება არ შეუჩერებია, რათა კონკრეტული შედეგებს მიაღწიოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩიქოვანის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყნის მართლმსაჯულება როგორმე ჩამორჩება, ევროპის საბჭოს რომელიმე ქვეყანას – სიმართლე არ იქნება.

„მართლმსაჯულებასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით თუ ვინმე იტყვის, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლება არ არის სამართლებრივი, ან რაიმე სისტემური პრობლემაა, ან კონკრეტული სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც დღეს სასამართლო ხელისუფლებაში მოქმედებს, როგორმე ჩამორჩება, თუნდაც ევროპის საბჭოს რომელიმე ქვეყანას, ეს სიმართლე არ იქნება. თუმცა კიდევ არის განვითარების შესაძლებლობა და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ეს მომავლის საკითხია. რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, ეს პროცესები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც კი, რომელთაც ქართულ პოლიტიკაში პრაქტიკულად ყველაფერი აქვთ ნანახი, ყველანაირ ჩარჩოს სცდება. დღეს გვაქვს კონსოლიდირებული მცდელობა, თითქმის, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ გააჩერონ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს წარმოუდგენელია. პრობლემაა, თუმცა ამას საქართველოს ხელისუფლება არ შეუჩერებია, რათა კონკრეტული შედეგებს მიაღწიოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები