შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

      შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დირექტორის მოადგილე გიორგი გაზდელიანი საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს, პაატა ენუქიძეს, მარკ რიდძინსკის, კრისტოფერ ფლოიდს და დევიდ ალლის შეხვდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრიაზე სტუმრები დეტალურად გაეცნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებს, ამოცანებს და იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომლის მიხედვით საქართველოში კატასტროფების მართვა ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული საფრთხეების შემცირების პროგრამის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რეაგირების ჯგუფის გადამზადებისა და აღჭურვის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები