სოლიდარობის ფონდსა და „ლიბერთი ბანკს” მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდსა და „ლიბერთი ბანკს” შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა- ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა და „ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისთვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნა და ნებაყოფლობით საწყისებზე, სათანადო რესურსების მობილიზაცია სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილების პრინციპის დაცვით. მემორანდუმის ფარგლებში, ბანკის არხები გამოყენებულ იქნება სოლიდარობის ფონდისათვის თანხების შეგროვების ხელშეწყობის მიზნით, ხოლო ბანკის რამოდენიმე პროდუქტის შემოსავლის ნაწილი ფონდს გადაერიცხება რეგულარულად. აღნიშნული მემორანდუმით სოლიდარობის ფონდში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური ნებაყოფლობითი დონაციების განხორციელება, ასევე „ლიბერთი ბანკის” მხრიდან კორპორაციული დონაციები. კერძოდ, მოქალაქეთა ინდივიდუალური ნებაყოფლობითი დონაციები ორი ძირითადი საბანკო ოპერაციით იქნება შესაძლებელი: 1. პირველი მექანიზმი ე.წ. ავტომატური დავალებაა. ლიბერთი ბანკის საშუალებით ნებისმიერ მომხმარებელს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული, ეძლევა შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ავტომატური დავალების საშუალებით ყოველთვიურად გარკვეული თანხა გადარიცხოს ფონდის ანგარიშზე. 2. მეორე ინსტრუმენტით, ლიბერთი ბანკის ფილიალებში კომუნალური გადახდების განხორციელებისას, ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის სურვილისამებრ, ნებაყოფლობით გადახდილი მცირე დონაციების „საქართველოს სოლიდაროსბი ფონდის” საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას. გარდა ამისა ლიბერთის ექსპრეს ფულადი გზავნილი, Magic Carde, Smart PAY, და PAY საგადამხდელო სისტემა სოლიდარობის ფონდის სპონსორი ხდება: Liberty Express გზავნილების მომსახურების საკომისიოდან მიღებული თანხის 5% მიემართება სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები