თბილისის მერიაში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს თბილისის მერიაში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა თბილისის მთავრობის წევრებსა და საკრებულოს დეპუტატებს დეტალურად გააცნო ფონდის მიზნები და ამოცანები.
დავით ნარმანიას განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გაკეთებულ ყოველ შენატანს, რომელიც მოხმარდება მათ, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მისივე თქმით, თბილისის მერია, რაიონული გამგეობები და საკრებულო აქტიურად ჩაერთვებიან „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობაში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა „სოლიდარობის ფონდმა“ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო როგორც დონაციის მსურველთაგან, ისე იმ ადამიანებისგან, ვისაც დახმარება სჭირდება. პირველ ეტაპზე ფონდი ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება.
„სოლიდარობის ფონდში“ ნებაყოფლობით დონაციის სურვილი საჯარო სექტორში 20 ათასმა ადამიანმა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები