თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა

თბილისის მერია “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს. ხელშეკრულება თბილისის მერიის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. ჟურნალისტებს კი ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკთხებზე ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ესაუბრა.
“ხელშეკრულება არანაირად არ ითვალისწინებს არც რიგითი თბილისელებისა და არც მერიის ინტერესებს, დაწყებული თანხების ამოღებით, განაწილებით, დამთავრებული იმით, თუ როგორ შეიძლება ხელშეკრულების მოშლა. ყველა ასპექტი გათვლილია იმაზე, რომ “სითი პარკმა” დაუმსახურებლად დააგენერიროს უზარმაზარი შემოსავლები, მოგება და თბილისის ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს საშუალება, შეაჩეროს ან შეზღუდოს ხელშეკრულება”, – განაცხადა მარგიშვილმა. მისივე თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტი გაფორმებულია 2024 წლამდე. “თუ მერია ცალმხრივად გაწყვეტს ხელშეკრულებას, “სითი პარკის” გასული წლის შემოსავალი უნდა გამრავლდეს 120-ზე და თბილისელების ჯიბიდან გადავუხადოთ “სითი პარკს” იმისთვის, რომ დაგვემშვიდობოს, რაც არარეალური და აბსურდულია. ახლა მოლაპარაკებების გზით ვცდილობთ “სითი პარკთან” შეთანხმებას, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს სამართლებრივი გზები”, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები