ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი ოლიგარქია, რომელსაც ნაშოვნი აქვს სისხლიანი ფული – მისგან სხვადასხვა ფორმით ფულის მიღება არის აბსოლუტურად ამორალური

“კეზერაშვილი არის ოლიგარქი. მას ნაშოვნი აქვს სისხლიანი ფული ბიზნესის რეკეტის, ჯარის ძარცვის და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილისგან სხვადასხვა ფორმით ფულის მიღება ამორალურია.

„კეზერაშვილი არის ოლიგარქი. მას ნაშოვნი აქვს სისხლიანი ფული ბიზნესის რეკეტის, ჯარის ძარცვის და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე. ვიღაცები მხოლოდ ახლა შეშფოთდნენ, როდესაც მესამე ნაწილის შესახებ BBC-დან გაიგეს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რის ხარჯზე აქვს ნაშოვნი ფული კეზერაშვილს. შესაბამისად, მისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით არის აბსოლუტურად ამორალური ქმედება. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს ვითარებას არ ცვლის. „ფორმულა“ წაგებაზე მომუშავე ტელევიზიაა, შესაბამისად მას ყოველწლიურად სჭირდება მილიონობით ლარი იმისათვის, რომ განაგრძოს ფუნქციონირება. ბუნებრივია, აქ წილების გადაფორმება არაფერს ცვლის. კეზერაშვილი კვლავაც დააფინანსებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“, შესაბამისად წილების გადანაწილებით არაფერი იცვლება. ეს არის ფიქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები