მათიკაშვილი – კეზერაშვილზე: საკმარისია საკუთარი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ძარცვა 5 მილიონით იმისთვის, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ასეთი პიროვნებები პირდაპირი წესით გადმოსცენ საქართველოს ექსტრადირებით 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი დავით კეზერაშვილის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი რთულ სიტუაციაშია.

მისივე თქმით, კეზერაშვილი ცდილობს თავის მართლებას, მაგრამ არ გამოსდის.

„საკმაოდ რთულ სიტუაციაშია კეზერაშვილი, ცდილობს თავის მართლებას და არ გამოსდის. საკმარისია საკუთარი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ძარცვა 5 მილიონით იმისთვის, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ასეთი პიროვნებები, ვისზეც გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს, პირდაპირი წესით გადმოსცენ საქართველოს ექსტრადირებით და შემდგომში ამ ფაქტმა, ძალიან დიდი ალბათობით შესაძლოა სხვა მძიმე დანაშაულების პრევენცია მოახდინოს, თუნდაც ისეთის, როგორიც ევროპელი პენსიონერების ასეთი უმოწყალო ძარცვაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები