მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელ ღასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
„ჩვენ შევაჯამეთ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელის საქმიანობა. ხაზი გაესვა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანას ჰქონდა. ეს წარმატება მოიტანა ძალიან კარგმა თანამშრომლობამ UNICEF-სა და საქართველოს შორის, მათ შორის აღინიშნა პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსი”. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმების მხარდაჭერის გაგრძელების საჭიროებაზე. ღასან ხალილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებებზე მუშაობის ზუსტად იგივე ტემპი შენარჩუნდება, რაც ამ დრომდე იყო”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.