ლონდონიდან არიზონაში – ხიდი, რომელმაც ოკეანე გადაცურა

1968 წლის 18 აპრილს ძველი ლონდონის ხიდი, რომელიც ავარიული იყო, მიჰყიდეს ამერიკულ კომპანიას, რომელმაც იგი გადაიტანა არიზონაში, სადაც ხელახლა ააწყვეს. შესყიდვის ინიციატორმა – მისურიში ნავთობის მწარმოებელმა, რობერტ მაკკალოჰმა  მასზე 9,5 მილიონი დოლარი დახარჯა. ხიდი აღადგინეს არიზონაში – ქალაქში, რომელიც მაკკალოჰის მიერ გახლდათ დაარსებული, სადაც მდინარეც კი არ იყო. ბიზნესმენს იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით თავის ქალაქში ხალხის შემოდინებას უზრუნველყოფდა.
1971 წელს ხიდი საზეიმოდ გაიხსნა. ამ ცერემონიალმა მედიაში ხმაური გამოიწვია, ტურისტების შემოდინება ჰავასუს ტბაში საგრძნობლად გაიზარდა – ისევე, როგორც – აქ მიწის ყიდვის მსურველთა რაოდენობა. ორიოდე წლის შემდეგ მაკკალოჰმა სრულად ამოიღო დახარჯული თანხა. დღემდე ლონდონის ხიდი რჩება უძველესი ნივთების ყველაზე დიდ ნაჭრად, რაც კი ოდესმე გაყიდულა.
მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ინჟინრებმა მის ქვეშ უბრალოდ არხი გათხარეს, რითაც ნახევარკუნძული ტბის ნაპირს მოკვეთეს და კუნძულად აქციეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები