ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები მიმოიხილეს.