ლაშა ხუციშვილი EIB-ის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცეპრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.