“საქართველოდან უკვე 600 კილოგრამამდე საქონლის შემოტანაა შესაძლებელი, მაგრამ საზღვარი ჯერ აღჭურვილი არ არის” – გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ “საქართველოსთან საზღვრის გავლით ტვირთის გადატანა მხოლოდ აფხაზეთის მაცხოვრებლებს შეეძლებათ, რომლებსაც ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება აქვთ”.

ამის შესახებ მან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე თქვა.

მისი განმარტებით, თუ ადრე “კანონის მიხედვით, მოსახლოებას სახელმწიფო საზღვარზე 50 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვის უფლება ჰქონდა, შეტანილი ცვლილებების შედეგად, ეს რიცხვი 600 კილოგრამამდეა გაზრდილი”.

“ადრე აფხაზეთის მაცხოვრებლებს შეეძლოთ მხოლოდ ხელბარგის გადატანა, ამჟამინდელი ცვლილება კი ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პროდუქციის დიდი მოცულობით შემოტანაა შესაძლებელი. საქართველოსთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს – არც პირდაპირი და არც იურიდიული”, – თქვა მან.

მისი თქმით, უახლოეს პერსპექტივაში “ეს გადაადგილება შეუძლებელია, რადგან აფხაზეთსა და საქართველოს საზღვარი სათანადოდ არ არის აღჭურვილი. აუცილებელია გამშვები და ინსპექტირების პუნქტების, ასევე, საბაჟო ტერმინალების შექმნა”. კიდევ რა საკითხები განიხილეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა: http://kvira.ge/827338, http://kvira.ge/827353

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები