ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ფისკალური დისციპლინის გამყარების, მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისა და საგარეო მოწყვლადობების შემცირების მიმართულებით.

ისაუბრეს სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები