ირანის ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში ბრუნდება

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ამის შესახებ Tasnim-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება სურს.

აღნიშნულია, რომ როუჰანის პირველი ნაბიჯი იქნება მისი მემუარების გამოქვეყნება. პოლიტიკოსი ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას. ამასთან, აპირებს, უპასუხოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები