გიორგი გამსახურდია: აურაცხელი რაოდენობის საბრძოლო მასალა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იმსახურებდნენ, წავიდა კეზერას და სააკაშვილის ჯიბეებში – გასაძარცვად ახლა პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ

გასაძარცვად ახლა პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ BBC-ის სტატიას, სადაც დავით კეზერაშვილზეა საუბარი.

„აურაცხელი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უნდა მიეღო ქართულ ჯარს, ასევე გამართული ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იმსახურებდნენ, წავიდა 2 კაცის – კეზერას და სააკაშვილის ჯიბეებში. ახლა კიდევ, გასაძარცვად პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ“, – წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, BBC-ის სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები