თაღლითობის გლობალური ქსელი – BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით, ე.წ. “ქოლცენტრების საქმის” ერთ-ერთი ფიგურანტი კეზერაშვილია

თაღლითობის გლობალური ქსელი და დაკარგული მილიარდობით დოლარი – BBC Eye-მ ბიზნესმენთა ჩრდილოვანი ქსელი გამოავლინა, რომელიც რიგითი ინვესტორების გაძარცვის უკან დგას.
როგორც ბბს-ის საგამოძიებო სიუჟეტიდან ირკვევა, ჩრდილოვან ქსელში ჩართული ერთ-ერთი ბიზნესმენი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

საქმე ეხება ე.წ. “ქოლცენტრების საქმეს”, რომელზე მუშაობისასაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ლონდონში კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს მიაკვლიეს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირ იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი ერთ ფიგურანტთან – თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები