გიორგი კანდელაკი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას “ბრიყვულ ნაბიჯს” უწოდებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ეს სავიზო რეჟიმის გამკაცრება და უზომო ბიუროკრატიზაცია არის სრული იდიოტიზმი და საქართველოსთვის – ეკონომიკურად და პოლიტიკურად – ძლიან საზიანო, უბრალოდ ბრიყვული ნაბიჯი. მთავრობა ამბობს რომ თითქოს ამას ევროკავშირი გვთხოვს ასოცირების ხელშეკრულებით. ეს უბრალოდ მტკნარი სიცურუეა – ასეთი მოთხოვნა უბრალოდ არანაირ დოკუმენტში არ წერია, მითუმეტეს ასოცირების ხელშეკრულებაში.
გარდა ამისა, მთავრობა ცდილობს დაგვაჯეროს რომ ვროკავშირი გვთხოვს რომ მისსავე მოქალაქეებს გავუმკაცროთ სავიზო რეჟიმი? მთავრობავ, მართლა იდიოტები გგონივართ? გარდა ამისა – თუ ჩვენ ვესწრაფით არა მხოლოდ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმს არამედ მასში გაწევრიანებას – რატომ ვუზღუდავთ ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობას?
გარდა ამისა – რამდენადაც ვიცი ეს სულელური პროცედურები – როგორც მოსალოდნელი იყო – არის არეულ, დარეული და იწვევს საქართველოში მყოფი უცხოელების დიდ უკმაყოფილებას. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ა.შ. მოქალაქეებს აძლევენ მხოლოდ სამ თვიან ვიზას და შემდეგ ახლიდან უნდა აწვალონ. ევროკავშირის ბევრი მოქალაქე რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არის საქართველოში და აქ ხარჯავს ფულს, უყვარს ეს ქვეყანა და მისთვის ხეირი მოაქვს ამგვარი დამოკიდებულებით გაოცებულია ფიქრობს აქედან წასვლას.
გარდა ამისა – აგვიხსნან ბრძნული სახის დაყენებაში გაწაფულმა მინისტრებმა – რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის თუ რომელიმე შვედეთის, დიდი ბრიტანეთის თუ ფინეთის მოქალაქე – ქვეყნებისა რომლებიც ჩვენზე ათჯერ და ოცჯერ მდიდრები არიან – იქნება საქართველოში? ამით რამე ზიანი გვადგება? მთავრობა ყველანაირად ხელს უნდა უწყობდეს რათა საქართველო მყარად დამკვიდრდეს ევროპის რუკაზე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რომლებიც – მითუმეტეს – ჩამოდიან და აქ დებენ ფულს. გრდა ამისა – ბევრს არ სჯერა გაფრთხილება იმისა რომ საკონსულოებში კორუფცია დაიწყება. სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც გამართლდება.
ეს მართლაც იდიოტური გადაწყვეტილება არის „ქართული ოცნების“ და პირადად ივანიშვილის ფუნდამენტური დამოკიდებულების შედეგი – რომ დასავლეთი არის უცხო და საფრთხის მატარებელი. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ რეალურად, საქმით საქართველო შორდება დასავლეთს და უბრუნდება დედა რუსეთს”, – წერს ფეისბუქზე გიორგი კანდელაკი.